სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის (დამრ. ნატალია აბუსერიძე) მოსწავლეებმა გააცილეს ოქროსფერი შემოდგომა. მას მიეძღვნა ღონისძიება, სადაც პატარებმა წარმოსთქვეს ლექსები შემოდგომაზე, შეასრულეს სიმღერები, მოისმინეს გია ყანჩელის მელოდია ,,ყვითელი ფოთლები" და შეასრულეს ცეკვა აღნიშნულ მელოდიაზე. ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქ-მა ქეთევან გვარჯალაძემ.







