ამინდის პროგნოზი

ბმულები

მთელი ჩვენი სიცოცხლე კეთილისა და ბოროტის ჭიდილშია. მაინც რა არის სიკეთე? სიკეთე იმდენად დიდი მადლია, რომ მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

სიკეთე, ჩემი აზრით, უანგაროდ ჩადენილი კარგი საქმეა, რითაც სხვას ბედნიერებას მიანიჭებ. ჩვენ მესამე კლასში ვისწავლეთ ერთი მოთხრობა, როცა სკოლისაკენ მიმავალმა თამაზმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა პატარა ბავშვი და სიკვდილს გადაარჩინა და თვითონ უხმაუროდ გაუჩინარდა. მას სიკეთე სამაგიეროს მიღების მიზნით არ ჩაუდენია. სწორედ ასეთ ქმედებას აქვს ფასი.

ქართველთა სულიერი მამა სულხან–საბა გვასწავლის ,,კაცის დიდი სიკეთე იგია, რომ სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაიფაროს“. სიკეთეს უდიდესი ძალა აქვს. ამიტომ წერს  – ი.ჭავჭავაძე: „სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა, სულგრძელობითა ძლევა სჯობს,  ვაჟკაცობითა სძლევასა“.

ქართული ხალხური სიბრძნეა:

„კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება“,  ანუ სიკეთე უკვალოდ არ იკარგება, იგი მუდამ ბრწყინავს,  ვითარცა  ობოლი მარგალიტი სიბნელეში.

მარიტა გორგილაძე

VI კლასის მოსწავლე

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.