ამინდის პროგნოზი

ბმულები

***

შარაზე წერტილივით მოჩანდა რაღაც საგანი. ეს საგანი კი არა, მაიასა და მისი ძმის სილუეტია. საცოდავად მობუზულან...

- ვაი, მცივა !  - განწირული ხმით ეუბნება ძმას.

- ცოტა მოითმინე – ანუგეშებს ძმა პატარას.

- როდის მივალთ ? - ვერ ისვენებს გოგონა.

- მალე, ძალიან მალე, ჩემო ცუგრუმელა დაიკო.

ერთი წუთით ფიქრს მიეცა. რა იქნებოდა არ მიეტოვებინა ჩვენი თავი დედას ? თავის თავს ეკითხება ბიჭი, მაგრამ ბუნების ძალას წინ ხომ ვერ აღუდგები.

ფიქრებიდან მხოლოდ დის ტირილმა გამოიყვანა. რა ატირებდა მაიას ნეტავ?

***

მართლა მწარეა ცხოვრება, მართლა

იდუმალების ძალით მოსილი

შეზავებული ცრემთლით და შხამით

და წუთიერი გატაცებებით.

გატაცებები წუთიერია,

მოგონებანი მარადიული

დასანანია, რომ ვერ შეიცნო

ადამიანში    _  ადამიანი ....

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.