2013 წლის 14 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, მოსწავლეებმა შეაჯამეს და შეაფასეს მცირე გრანტების პროექტით განხორციელებული ღონისძიებები. პროექტის ავტორმა X-დ კლასის მოსწავლემ, ანა ცინცაძემ წარმოადგინა N4. N8 და N10 საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გამოკითხვის ანალიზი, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 70% თვლის, რომ დღესაც ირღვევა ბავშვთა უფლებები; 40% კი თვითონაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ბავშვთა უფლებებზე ისაუბრეს და ესეები წაიკითხეს X-დ კლასის მოსწავლეებმა ია თურმანიძემ, თინათინ ხაბაზმა, ხათუნა პატარიძემ, IX-ა კლასის მოსწავლეებმა მარიტა გორგილაძემ, გვანცა ლომაძემ, X-ა კლასელმა ანა ხარაიშვილმა. სამოქალაქო კლუბის პრეზიდენტმა სალომე დეკანაძემ წარმოადგინა ფილმი „ჩვენ გვაქვს უფლებები“. სიტყვით გამოვიდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თამჯდომარე ნიკა გრიგოლია. ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა.























