ამინდის პროგნოზი

ბმულები

IX-დ კლასის მოსწავლეებს 2013 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჰქონდათ. მოსწავლეებმა 24 წლის წინ საქართველოში დატრიალებული ტრაგედია თვალნათვლივ წარმოადგინეს. ისტორიული ფაქტების მიმოხილვა  შეცვალა იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულმა სევდითა და უდიდესი ტკივილით გაჟღენთილმა წერილებმა. მოსწავლეებმა წაიკითხეს იმ დროს, გლოვის დღეებში დაწერილი ლექსები. ბოლოს აჩვენეს ვიდეო-მასალა, რომელიც 9 აპრილის ავბედით მოვლენებს ასახავდა, პარალელურად კი ჯ. სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ სულში ჩამწვდომი ჰანგები ისმოდა. პროექტში მონაწილეობდნენ: ნ. გრიგოლია, ს. ქამადაძე, თ. გვიანიძე, ვ. სირაძე, ნ.ჭაღალიძე, ვ. ვაშაყმაძე, ს. კეღოშვილი, ს.ბათნიძე, თ. ვერძაძე, თ. გიორგაძე, ა. ჯულაყიძე, ე. ჯულაყიძე.

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.