2013 წლის ნოემბერში, IV-დ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს. ბავშვები აღტაცებითა და სიხარულით ათვალიერებდნენ სურათებს რომელშიც ასახული იყო ნოდარ დუმბაძის ცხოვრების წლები.
ბავშვები შეხვდნენ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“-ის ერთ-ერთი პერსონაჟის ილარიონის შვილიშვილს, რომელმაც ისაუბრა დიდი მწერლის ნაწარმოებებზე და მის ცხოვრებაზე.
დასასრულს ბავშვებმა გამართეს კონცერტი, ისაუბრეს ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიაზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.















