16 სექტემბერს საზეიმო მიტინგით დაიწყო ახალი 2012-2013 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში. სახელმწიფო დროშები აღმართეს წარჩინებულმა მოსწავლეებმა ლ. გალოგრემ და ბ. თურმანიძემ. მოსწავლეებსა და მშობლებს მიესალმა სკოლის დირექტორი გივი ხალვაში, რომელმაც საპატიო სიგელით დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები და პედაგოგები. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი ს.ანანიძე და სამოქალაქო კლუბის პრეზიდენტი ს. დეკანაძე. ლექსები წაიკითხეს პირველ კლასელებმა.










