საქველმოქმედო თვითშეგნების ამაღლების, გარემოს დაცვის მიზნით, მე-8-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ “FS”-ის წევრებმა წამოიწყეს საქველმოქმედო აქცია „მწვანე ყუთი“, ეს აქცია დაიწყო 10 ოქტომბერს და დღემდე გრძელდება.
აღებული თანხით კლუბის წევრები დაეხმარებიან შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
სამოქალაქო კლუბ “FS”-ის წევრებმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქველმოქმედო აქცია „მწვანე ყუთი“-ის შესახებ, სკოლის მოსწავლეებმა მოიტანეს მაკულატურა და დღემდე მოაქვთ. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს რომ აქცია უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და სკოლის გარეთ გაგვეტანა.
კლუბის წევრებმა საინფორმაციო ფურცლები გაავრცელეს მოსახლეობაში, გააკრეს აბრებზე და ასევე დაიარეს ოფისები. მოსახლეობაში გაწიეს აგიტაცია.
მოვუწოდებთ ყველას: მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს აქციაში და მოგვაწოდეთ მაკულატურა, გახდით ქველმოქმედი!











