ამინდის პროგნოზი

ბმულები

28 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, ჩვენს სკოლაში ჩატარდა ბიბლიოთეკის კვირეული შემდეგი დღის პროგრამით:

  1. ღია კარის დღე -28.04
  2. ლექცია თემაზე: ქაღალდი და წიგნის ბეჭვდის ისტორია- 29.04
  3. ექსკურსი ბიბლიოთეკაში -30.04 (I-IVკლ.)
  4. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული პოეტები და მწერლები -1.05
  5. მომავალი პოეტები -5.05
  6. საუკეთესო მკითხველები - 6.05

მთელი კვირის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმულები ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებში და კვირეულის დასასრულს 7 მაისს ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ბიბლიოთეკარმა მ. ჭანტურიამ წარადგინა ანგარიში კვირეულის მუშაობის შესახებ. აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმულები არის სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი და აგრეთვე აქტიურობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები: გორგილაძე თინიკო, კობალაძე ნიკა, ორაგველიძე გიგი.

წიგნის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელმა ნ. რომანაძემ გააკეთა ანგარიში კლუბის მუშაობის შესახებ. IIIა,IIIგ, IIIე - კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები.

აგრეთვე ლექსები წაიკითხეს ჩვენი სკოლის დამწყებმა პოეტებმა: სირაძე ვიოლა- Xდ, ვარშანიძე ლუკა - VIIდ.

სკოლის დირექტორი გ. ხალვაში მიესალმა მოსწავლეებს, ისაუბრა ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობაზე. აღნიშნა თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს წიგნს და განათლებულ ადამიანს ცხოვრებაში და შემდგომ სიგელებით დააჯილდოვა ის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის ცხოვრებაში და წარმატება უსურვა მათ, ესენი არიან:

ცინცაძე სალომე -Iა

წულუკიძე ზულეიდა -IIIე

ბერიძე გიგი -IIIვ

ნაკაშიძე ირაკლი -IIIბ

ჯაიანი მარი - IIIა

ბეჟანიძე ლიზი - IVბ

ღლონტი რომანი - IVბ

გაბიტაძე გიორგი - IVა

წულუკიძე თამარ - Vდ

ჭაღალიძე არმაზ - VIდ

ცინცაძე გივი - VIIIგ

მსხალაძე ბაჩუკი - VIIIგ

მახარაძე გიორგი - VIIIდ

ზარიძე ლევან - VIIIდ

მიქელაძე დენოლა- XIბ

სვანიძე ნიკა - XIIა

ღონისძიებას ესწრებოდა მწიგნობართა საზოგადოების დირექტორი მ. წულუკიძე, რომელმაც წაიკითხა თავისი ლექსები და სამახსოვროდ სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა თავისი წიგნი „ცოდნის კუნძული“ და წარმატება უსურვა ბავშვებს.

ღონისძიების მიზანი იყო დავუბრუნოთ ბიბლიოთეკას მკითხველი და გავზარდოთ წიგნიერი მომავალი თაობა.








































სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.