ამინდის პროგნოზი

ბმულები

IIIვ კლასში მოსწავლეებმა განასახიერეს არჩილ სულაკაურის ზღაპრის პერსონაჟები - „მატასი, პიპა და სუსი-ფუსი

რამოდენიმე მოსწავლემ წაიკითხა არჩილ სულაკაურის ცხოვრების ეპიზოდები.

კლასში გაიმართა დისკუსია.

ისაუბრეს ადამიანებისა და ცხოველების მეგობრობაზე, დაუსვეს ერთმანეთს საინტერესო შეკითხვები: რატომ არ მოსწონდა პიპას მატასისა და სუსი-ფუსის მეგობრობა? რითი სჯობია სუსი-ფუსი პიპას? რაში შეიძლება გავამტყუნოთ და რაში გავამართლოთ პიპა?

მოსწავლეებს უხარიათ ჯგუფური აქტივობების ჩატარება. ისინი იძიებენ ბევრ საინტერესო ინფორმაციებს და აზრებს უზიარებენ ერთმანეთს. მოამზადეს პროექტი „ვაჟა ბუმბერაზი მწერალი“.

 

„ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით“ - პატარა მზარეულები, მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით შეძლეს სხვადასხვა ბოსტნეულის გამოყენებით სალათების დამზადება, შემდეგ დააგემოვნეს მათი ნახელავი.


სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.