ამინდის პროგნოზი

ბმულები

პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების  კლუბი ჩვეულ რეჟიმში  განაგრძობს აქტიურ მუშაობას.
✅ 9 მარტს საჯარო დებატები გაიმართა ქობულეთის მუზეუმში თემაზე - ონლაინ სწავლება გამართლებულია.  მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო დებატი გამართეს აღნიშნულ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.  მე-8 საჯარო სკოლას წარმოადგენდა ანა დიასამიძე.  მსაჯის შეფასებით , პირველი დებატებისთვის, ეს იყო კარგი ხარისხის დებატი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს.


მომავალში მოსწავლეები  შეძლებენ როგორც რეგიონალურ და  ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას. საუკეთესო შედეგის მისაღწევად  ვაგრძელებთ აქტიურად მეცადინეობებს.
✅ 11 მარტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი შეხვდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ დებატების 5-ვე   კლუბის  წევრებს. ღონისძიება გაიმართა ბათუმის  დინამოს საკონფერენციო დარბაზში, რეგულაციების სრული დაცვით.  შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელი დიანა კაპანაძე.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.