ამინდის პროგნოზი

ბმულები

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე,  ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების გრძელვადიანი პროექტის საპილოტე სკოლებში განხორციელებას აგრძელებს.  
ტრენინგები ამჯერად სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 ბ (დამრ. ია ბლაგიძე) კლასში მიმდინარეობს.  


პროექტს უძღვება კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე და ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.
სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის პროგრამა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP UNPLUGGED PROGRAM) გამოყენებით ხორციელდება. მეთოდის სახელწოდებაა - „ცოცხალი შესრულებით", რაც კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს ეფუძნება და ამ მიმართულებით, სიახლეს წარმოადგენს. ამჟამად, აღნიშნულ მეთოდს ევროკავშირის 15 ქვეყანა წარმატებით იყენებს.
 საინტერესო და ბევრის მომცემ შეხვედრებს მეშვიდე  ბ კლასელები ყოველ პარასკევს დიდი ენთუზიაზმით ელოდება.
@iablagidze

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.