ამინდის პროგნოზი

ბმულები

როგორც უკვე იცით, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ლამზირა ტაბიძე) გიორგი სხილაძე მონაწილეობდა სატელევიზიო კონკურსში "ფერადი ზამთარი". მან გაიარა რამოდენიმე ეტაპი; იყო ხალხის რჩეული... დღეს TV12ის ჟიურის გადაწყვეტილებით გიორგიმ დაიკავა 1- ლი ადგილი (განსაკუთრებით დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის)🎊🎊🎊🎉🎉🎉 ვულოცავთ მას ამ წარმატებას!  

           
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენად მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო კონკურსი, ეს გიოს უდიდესი წარმატებაა🎊🎉მითუმეტეს ამ სფეროში ის ახალ მორბედია. მას წარმატებები აქვს სხვა მიმართულებითაც: ხატვის წრე, ავია სამოდელო, ჭადრაკი. ბეჯითია სწავლაშიც და განსაკუთრებით გამოირჩევა ტექნიკურ საგნებში.
წარმატებები გიორგის და განსაკუთრებით დიდი მადლობა, ყველა გულშემატკივარს, მხარდაჭერისათვის!!!🙏👌  


სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.