,,მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბის გუნდმა წარმატებას მიაღწია რეგიონალურ ტურნირზე და ძალიან მალე იასპარეზებს ნაციონალურ ტურნირში.
ვულოცავთ გუნდის წევრებს ანა მალაყმაძეს, ანა ბერიძესა და ლიზა ხინიკაძეს ამ წარმატებას. ვუსურვებთ ღირსეულ ოპონირებას. ❤
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბი, პროექტის ფარგლებში #DebatesforBetterEducation, ერთი სასწავლო წელია რაც აქტიურად მუშაობს. კლუბის მუშაობამ ნათლად დაგვანახა, რომ არაფორმალური განათლება განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
მადლობას ვუხდით პროექტის ავტორებს, პარტნიორებს, Georgian Institute for Debate and Education • GIDE ასეთი შესაძლებლობისათვის! მადლობა, რომ ზრუნავთ მოსწავლეების ხარისხიან განათლებაზე."
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელი - დიანა კაპანაძე.







