ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის V ა კლასის მოსწავლეებმა (დამრ. თეონა ფარსენაძე) მონაწილეობა მიიღეს ტვინების ბრძოლაში. წარმატებით გაიარეს პირველი ტური ამავე სკოლაში (ხელმძღ. რუსლან ბერიძე), მეორე ტური სასტუმრო ლეგენდაში, მესამე ტური ანუ ფინალი კი  - ქართულ-ამერიკულ სკოლაში.
ჩემპიონატის ფინალში წარმატებით იასპარეზეს მოსწავლეებმა: ლ. მეფარიძემ, თ. აბულაძემ, ს. ბასილაძემ, ლ. დიასამიძემ და დ. ხუნდაძემ.  ეს მოსწავლეები გაზაფხულის სეზონი 2023 - დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ფულადი ვაუჩერებით.

 

 

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების პროცესში საფეხურებრივი სტანდარტებისა და წლიური პროგრამების ძირეული პრინციპების დაცვას, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.