მუზეუმში - "ბორღალო" წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება (ფოლკლორული სიმღერის თანხლებით) და სხვა. აქ თქვენ შეხვდებით მანეკენებს შრომითი საქმიანობის, ასაკისა და ხასიათის გათვალიწინებით. ასევე წარმოდგენილია მუზეუმის დამფუძნებლის, ქემალ თურმანიძის ხეზე კვეთილობის ნაკეთობანი, რომლებმაც მოიპოვეს არაერთი საერთაშორისო აღიარება.







