ამინდის პროგნოზი

ბმულები

ქალაქ ბათუმში, 2023 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის / USAID Civic Education Program შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც გამოვლინდნენ საგრანტო პროექტში გამარჯვებული სკოლები. მათ შორის ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მაკა ხინთიბიძე. ,,N8 საჯარო სკოლას ვულოცავ მცირე საგრანტო პროექტში გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა პროგრამას, ამ შესაძლებლობებისათვის, პარტნიორ ორგანიზაციას არაჩვეულებრივი ღონისძიებისათვის და მხარდაჭერისათვის"-აღნიშნა პედაგოგმა.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა ულოცავს მაკას ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალში.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.