ამინდის პროგნოზი

ბმულები

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქ-ნი მაია ხაჯიშვილი  ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას ესტუმრა. შეხვდა მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოისმინა მათი წინადადებები. მისი თანადგომა და ყურადღება არის მნიშვნელოვანი და ემოციური. გულღია, გულწრფელი საუბრები არის ყველა პრობლემის მომგვარებელი. ეს დღე პოზიტიურად დაამახსოვრდება მერვე სკოლის სასკოლო საზოგადოებას💖

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.