ამინდის პროგნოზი

ბმულები

სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია. მთავარი მისი გაღვივებაა. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება.

ჩვენ მიერ გაკეთებულმა თუნდაც ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უფრო მეტი სიხარული მოიტანოს. სიკეთე არასდროს იკარგება, პირიქით გადამდებია.

ამ მიზნით 21 დეკემბერს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II-ე (დამრ. ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს, რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანას“ ესტუმრნენ. პატარებმა გადასცეს საჩუქრები, იმღერეს, იცეკვეს მათთან ერთად. შეხვედრა თბილ გარემოში ჩატარდა. ,,მადლობა გამოწვევისთვის ირინე მამულაძესა და X-ე კლასს. ჩვენ ვიწვევთ VI-ე კლასს (დამრ. მადონა წივწივაძე)“- კლასის დამრიგებელი ირმა დევაძე. აქციე სიკეთე ტრადიციად.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.