ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო კონფერენცია ინგლისურში. კონფერენციის სახელწოდება: “ახალი წელი და მსოფლიო”. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლო N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობისთვის მსურველებმა წარადგინეს ჯგუფი და წარსადგენი ქვეყნის დასახელება. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური , ქართული. სასკოლო კონფერენციის მიზანი:


• საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციის წარდგენის გამიცდილების მიღება.
• მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავება.
• თემის წარდგენისთვის საჭირო უნარების პრაქტიკაში დანერგვა.
• ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო მიზანზე მორგება.
• ინგლისური ლექსიკის პრაქტიკული გამოყენება.
• ინგლისურ ენაზე საუბრისას არსებული კომპლექსების დაძლევა. პრეზენტაციის მომზადების ეტაპები:
• ჯგუფის შექმნა(3-5 წევრი)
• საპრეზენტაციო ქვეყანის შერჩევა და ინფორმაციის მოძიება შემდეგი კითხვების გამოყენებით : სად, როდის და როგორ აღინიშნება ახალი წელი.
• შერჩეული ქვეყნის კულტურული საახალწლო ღირებულებების განხილვა.
• შესაბამისი ფოტო მასალის შესაბამება.
• პრეზენტაციის შექმნა (power point))
• ინგლისურად ტექსტების დამუშავება (თხრობა, სწორი წარმოთქმა).
თითოეული ჯგუფი საინტერესოდ წარსდგა მსმენელის წინაშე. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატებისკენ. მონაწილეები სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორმა ქ-მა ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძემ სიგელებით დააჯილდოვა. სასკოლო კონფერენციის ორგანიზატორი ინგლისურის პედაგოგი ია ბლაგიძეა.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.