ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თინათინ დავითაძის, ინიციატივით დაიგეგმა აქტივობა მშობელთა ჩართულობით. გადაწერე "ვეფხისტყაოსნის"ერთი სტროფი მშობელთან ერთად. ამ ინიციატივას შეუერთდა lVვ კლასი დამრიგებელ მაკა ჩიკაშუას ხელმძღვანელობით. IVვ კლასის მოსწავლეები და მშობლები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში.







