კიდევ ერთი 1-ლი ადგილი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ხელბურთში სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ვაჟებმა მოიპოვეს, ეს პირველი გამარჯვება არაა მათთვის, რა თქმა უნდა, შრომის შედეგია, სკოლის მერე და შაბათ-კვირას ხშირად ვარჯიშობენ მასწავლებელთან ერთად. საუკეთესო მოსწავლედ დასახელდა ენრიკე შავლაძე, როგორც, მასწავლებელი აღნიშნავს, საუკეთესო ბავშვები არიან, შრომისმოყვარე და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან, რის გამოც სპორტის მასწავლებელი ეთო ხიმშიაშვილი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს ხათუნა ლოსაბერიძეს.