30 იანვარს, პარტნიორი სკოლის მოსწავლეები კერძოდ, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე: მეგი ლორთქიფანიძე, ელენე მოსიძე და მაგდა ხალვაში ჯგუფური ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.
მოსწავლეები გაეცნენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, შეხვდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ილია ვერძაძეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა ადამიანის უფლებები, მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. დიდი მადლობა, პროექტის ორგანიზატორებს.







