4 ივნისს, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა დებატ კლუბის ფინალური შეხვედრა
4 ივნისს, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა დებატ კლუბის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლე ელენე მოსიძე პირველ ადგილზე გავიდა. ის დებატ კლუბის აქტიური წევრი იყო და ბოლო შეხვედრაზე ლიზი ნამგალაძესთან და ელისაბედ ბლაგიძესთან გუნდურად იდებატა. გუნდმა სამი სადებატო ეტაპი გაიარა და პირველი ადგილი დაიკავა.
I ადგილი -ელენე მოსიძე
II ადგილი -ანასტასია ბეჟანეიშვილი
III ადგილი -ანანო შუშანიძე, ელენე ძნელაძე, ეკატერინე მახარაძე.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.
,,ქიმია როგორც შთაგონება"
#ნორჩქიმიკოსთა კლუბის ქსელი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,2024 წლის 2 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისში ჩაატარა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "#ოქროსრიცხვი-2024", რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო #სსიპქალაქბათუმის #N8საჯაროსკოლისXკლასისმოსწავლეებმა:
მარიამ გოგუაძე
ანანო გოგიტიძე
თემა:
,,ქიმია როგორც შთაგონება"
ლანა ბოლქვაძე
ლიზი გვიანიძე
თემა:
,,რას მალავენ ვიტამინები"
ხატია ხუჯაძე
თემა:
,,ვიცნობთ კი თაფლს"
ესეების კონკურსში გამარჯვებულია ჩვენი სკოლის X ე კლასის მოსწავლე დათა მახარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულია ჩვენი სკოლის X ე კლასის მოსწავლე დათა მახარაძე. მან სამი ეტაპი საუკეთესო შედეგებით გაიარა.
სკოლა ულოცავს დათასა და მისი ინგლისური ენის პედაგოგს ია ბლაგიძეს ამ დიდ წარმატებას.
ის ერთი კვირით პოლონეთში გაემგზავრება.
"წლის ლიდერი სკოლის ტიტული "
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლამ მოიპოვა "წლის ლიდერი სკოლის ტიტული " და გაიმარჯვა ტექნიკის კონკურსში, რომელიც განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. დიდი მადლობა გაწეული შრომისათვის, საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტებისათვის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - მაკა ხინთიბიძეს და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს - მეგი ლორთქიფანიძეს.
ხშირად ბავშვები ფიქრობენ, რატომ საყვედურობენ მათ მშობლები, რატომ სჯიან, რატომ უბრაზდებიან? ...
ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II ე (დამრ.ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი - მაკის ციტასის ,, ოჰ, ეს მშობლები".
გააკეთეს პრეზენტაცია, იმსჯელეს, თუ როგორია ცხოვრება შეცვლილი როლებით, რა მოეწონათ და რატომ? როგორ მოიქცეოდნენ მოქმედი გმირის ან მშობლების ადგილზე რომ ყოფილიყვნენ? განიხილეს მთავარი პერსონაჟის საქციელი და მისწერეს წერილი.
მშობლების ჩართულობითა და დახმარებით შექმნეს პოსტერები, შეასრულეს სახალისო სავარჯიშოები. გაიმართა საინტერესო დისკუსია.
სააღდგომო აქტივობები მრავალფეროვანი დავალებებით განხორციელდა ინგლისურში.
მე-10 ბ კლასმა შექმნა ანიმაცია , გაახმოვანა ინგლისურად და საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინა “აღდგომა საქართველოში, საბერძნეთში, უკრაინასა და ამერიკაში”.
მე-10 ა კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი power point პრეზენტაციით წარადგინა.
6ვ,7დ,8გ,დ კლასებმა - კრეატიული პოსტერებით წარმოაჩინა ეს ბრწყინვალე დღესასწაული.
ინგლისურის მასწავლებელი ია ბლაგიძე.
7ვ-8ბ კლასში განხორციელდა წამახალისებელი აქტივობები , სხვადასხვა ქვეყანაში სააღდგომო წეს-ჩვეულებებზე მოძიებული ინფორმაციები ჯგუფებში განიხილეს და ადგილზე შექმნეს პოსტერები.
მასწავლებელი ნანა პაპუნიძე.
ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტები მონაწილეობას იღებს English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ სააღდგომო კონკურსში.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
მიზანი: თვალსაწიერის გაფართოება.
26 აპრილს ll ე (დამრ. ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმ ,,ბორჯღალოს". მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობის ყოფითი ცხოვრება. ნახეს ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას. შესაბამისი ჩაცმულობით, სამუშაო გარემოთი და იარაღ- ინვენტარით. შეხვდნენ მუზეუმის დამფუძნებელ ბატონ ქემალ თურმანიძეს, რომელმაც საინტერესოდ ესაუბრა თითოეული ექსპონატის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.
გვერდი 16 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







