ბათუმის N8 საჯარო სკოლა ტვინების ბრძოლის რეგიონულ ტურნირში გამარჯვებულია.
კონკურსები და ოპლიმპიადები - სიგელის მფლობელები
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,კონკურსები და ოპლიმპიადები" - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსში, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში სიგელების მფლობელები გახდნენ:
1.ანა მამულაძე - ქართული ენა და ლიტერატურა (8დ კლასი-მასწავლებელი ქ.კვაჭაძე)
2.მალხაზ ჯორბენაძე - ინგლისური ენა (8გ კლასი-მასწავლებელი ლ.ქორიძე)
3.ანანო მუთიძე - მათემატიკა (8ე კლასი-მასწავლებელი მ.ლომთაძე)
4.ნიკოლოზ დევაძე - მათემატიკა (8დ კლასი-მასწავლებელი მ.ლომთაძე)
5. მადგა დევაძე - ქიმია (9ა კლასი-მაია ჩაგანავა).
წარმატებები მოსწავლეებს.......👏💝👏
წარმატებები პედაგოგებს......👏💝👏
წარმატებები სკოლას.....👏💝👏
კონკურსები და ოპლიმპიადები - მათემატიკის პედაგოგი მ.ლომთაძე
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,კონკურსები და ოპლიმპიადები" - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსში, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 8ე კლასის (მათემატიკის პედაგოგი მ.ლომთაძე) მოსწავლემ სესილი ბარათაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაზე მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ვულოცავთ სესილის ამ გამარჯვებას👏👏💝💝
კონკურსები და ოპლიმპიადები
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,კონკურსები და ოპლიმპიადები" - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსში, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 8დ კლასის (ქართული ენის პედაგოგი ქ.კვაჭაძე) მოსწავლემ ანა ნადირაძემ ქართული ენის ოლიმპიადაზე მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ვულოცავთ ანას ამ გამარჯვებას👏👏💝💝
ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით ჩატარდა შეჯიბრი
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მე-5 "ა"(დამრ.თინათინ დავითაძე) კლასსა და მე-5 "გ" (დამრ. თამარ დავითაძე) კლასში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, გუნდური უნარების განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით ჩატარდა შეჯიბრი. გაკვეთილი გაჯერებული იყო შემდეგი აქტივობებით:
1.ალეკო შენგელიას "დედა"- ლექსის აწყობა;
2. სასვენი ნიშნების დასმა ლექსში;
3.ლექსის მხატვრულად წაკითხვა;
4.წეროლობითი კითხვა-პასუხი.
შეჯიბრში გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,,ეს საქართველოა".
მონაწილეობდნენ მე-10 გ კლასის მოსწავლეები. ეს იყო სპექტაკლისებური ღონისძიება, მე-10 კლასელებმა წაიკითხეს ზ. სალუქვაძის, ლ.ასათიანის ლექსები. იყო ქორეოგრაფიული ნომრები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს სკეტჩი, ,,აჭარული ოჯახი".
ღონისძიებას ფონად ედო გია ყანჩელის მელოდიები.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ერთმანეთთან მეტად დაახლოებას, კლასგარეშე საქმიანობაში მათ ჩართულობას მათივე სურვილისამებრ.
ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას👊👊👊
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ნოღაიდელი აჭარის ჩემპიონია კონტაქტურ კარატეში.
ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას👊👊👊
გვერდი 11 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







