ლიანა ჩიხლაძე მოსწავლეთა 77-ე სასწავლო კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11ბ (დამრ. მანველიტა სარჯველაძე) კლასის მოსწავლე ლიანა ჩიხლაძე მოსწავლეთა 77-ე სასწავლო კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია.👏👏👏
ლიანა სკოლაში მოქმედი ეკო კლუბის ,,ჩვენი გარემო“-ს წევრია.
,,შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების სეპარირება“ - ეს იყო თემა, რომელზეც იმუშავა მოსწავლემ, სადაც ნათლად გამოვლინდა კავშირი მდგრადი განვითარების მე-14 მიზანთან.
მოსწავლემ საუკეთესოდ წარმოადგინა ნაშრომი და საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვა.
წიგნის კვირეული.
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2ე (დამრ. ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს ნინო სურმავას, ვასო გულეურისა და ლადო ასლამაზიშვილის მოთხრობები. ნახეს დოკუმენტური ფილმი ქაღალდისა და წიგნის დამზადების შესახებ.
ესტუმრნენ სტამბას. დაესწრნენ წიგნის ბეჭდვის პროცესს. გაიმართა საინტერესო საუბარი სტამბის ხელმძღვანელ, ბატონ გიორგისა და მოსწავლეებს შორის. დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები. გაეცნენ წიგნის ბეჭდვის ისტორიას. შეხვედრა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.
14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის საზეიმო ღონისძიება
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის ნინო გოგოლიშვილის მიერ დაორგანიზდა 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის საზეიმო ღონისძიება.
19 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში ფართოდ აღინიშნა ეს დღე.
გასვლითი ტური მტირალას ეროვნულ ტყე-პარკში
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გეოგრაფიის და ბიოლოგია-ბუნების პედაგოგების ჩართულობით, რომელიც მოიცავდა ეკო გაკვეთილებს, ნახატები გამოფენას, გასვლით ტურს მტირალას ეროვნულ ტყე-პარკში, ხოლო დასკვნითი ღონისძიებაზე, 22 აპრილს მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები და პრეზენტაციები გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე. აჩვენეს ფილმი. დასასრულს მოსწავლეების ნორჩმა წარმომადგენლებმა მუსიკალური ნომერი მიუძღვნეს დედამიწის დღეს.
დედაენის დღის აღსაღნიშნავი კვირეული სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 📖🖊📚
დედაენის დღის აღსაღნიშნავი კვირეული სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 📖🖊📚
გვერდი 17 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







