საინფორმაციო შეხვედრა
საინფორმაციო შეხვედრა ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ
ლუკა შანთაძეს პირველი ადგილი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - კარატეში
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლა ულოცავს ლუკა შანთაძეს პირველი ადგილის მოპოვებას ევროპის ჩემპიონატზე - კარატეში.💥👏💥
წარმატებებს ვუსურვებთ ჩემპიონს❤️🔥❤️🔥❤️🔥
ამაყია სკოლა...❤️🔥❤️🔥❤️🔥
გვიხარია...👏👏👏
იხილეთ ვიდეო https://fb.watch/vAuUeaKhv3/
ბათუმის N8 საჯარო სკოლა💓💓💓
ავირჩიეთ თვითმმართველობის თავმჯდომარე - დავით ვარშანიძე💓💓💓
წარმატებები დავითს...❣️❣️❣️
წარმატებები სკოლას...❣️❣️❣️
იხილეთ ვიდეო https://fb.watch/vAuJADJtpN/
დაჯილდოების ღონისძიება
ქალაქ ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
საერთაშორისო eTwinning-ის პროექტის „პრევენცია ჯობია განკურნებას“
ვულოცავთ ბათუმის N8 საჯარო სკოლას, პროექტში მონაწილე მე-8 ა, მე-8 ვ, მე-10 გ და მე-10 ე კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, თამთა კვარაცხელიასა და თინათინ კვაჭაძეს, სკოლაში განხორციელებული საერთაშორისო eTwinning-ის პროექტის „პრევენცია ჯობია განკურნებას“, ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოებას.
ბათუმის N8 საჯარო სკოლას სტუმრად ეწვივნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლები
ბათუმის N8 საჯარო სკოლას სტუმრად ეწვივნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლები - ბატონები: ნიაზ ზოსიძე, მერაბ კვიცარიძე და ლაშა გვასალია. მათ მიერ წაკითხული ლექსები და საინტერესო ისტორიები სასიამოვნოდ მოსასმენი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის... შთამბეჭდავი შეხვედრა შედგა... მოსწავლეებმა ფოტოები გადაიღეს და მომავალში შეხვედრის სურვილით დაემშვიდობნენ სტუმრებს. მადლობა მათ ლამაზი შეხვედრის ორგანიზებისათვის. 👏🌞💝
ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უცხოური ენების, ქართული ენისა და ხელოვნების კათედრების ერთობლივი ძალისხმევით ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ლინგვისტური მრავალფეროვნების პატივისცემა, კულტურათაშორისი ურთიერთობების მხარდაჭერა, სხვადასხვა ევროპული ენის შესწავლის წახალისება და ქართული ენის როლის წარმოჩენა ევროპულ კულტურაში
გვერდი 14 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







