ვირტუალური მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში
ბათუმის N8 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ აჭარის მუზეუმის თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები ვირტუალურად ამოგზაურეს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში. შთამბეჭდავი და საინტერესო ვიზიტი შედგა.
მადლობა აჭარის მუზეუმებს.🤝💎🤝
ინგლისურის კლუბი EIP(English in Practice)-2024/25
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში განახლდა ინგლისურის კლუბი EIP(English in Practice)-2024/25.
კლუბის ხელმძღვანელი ინგლისურის პედაგოგი - ია ბლაგიძეა.
კლუბის მუშაობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ⬇️⬇️⬇️
https://www.facebook.com/share/g/18Fce2htUk/?mibextid=K35XfP
ვიდეორგოლი იხილეთ : https://fb.watch/vP4YfCICRs/
პირველკლასელთა ზეიმი
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შემობრძანება იზეიმეს📖💝🌈
იხილეთ ვიდეო https://fb.watch/vAvgRF0teA/
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ტექნოპარკის მიერ გამოცხადებულ პროექტში - სახელად: S.T.E.M-SEA2.0.
ამ პროექტის მიზანი იყო მსოფლიო გლობალური პრობლემების მიმოხილვა. N8 სკოლის გუნდმა HGGP ჰაერის დაბინძურების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია, კერძოდ, გუნდმა იმსჯელა და გადაწყვიტა შეექმნა აპარატი, რომელიც გამოიმუშავებდა მწვანე წყალბადს, რომელიც წყლის ელექტროლიზის დროს მიიღება და მისი წვის პროდუქტები შედარებით უსაფრთხოა სხვა ენერგორესურსებთან შედარებით.
ასეთ საინტერესო და გლობალურ საკითხებზე მუშაობაში ჩართული იყო ბათუმის N8 საჯარო სკოლის XI-ე კლასის (დამრ. ირინე მამულაძე) მოსწავლე ნიკოლოზ სალუქვაძე და აღნიშნული პროექტის ფარგლებში საპრიზო III ადგილი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს ნიკოლოზს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
600 მოსწავლეზე გათვლილი - 24 საკლასო ოთახითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი, თანამდეროვე სტანტარტების შენობა
გილოცავთ💖💖💖ბათუმის N8 საჯარო სკოლას უახლოეს მომავალში ექნება 24 საკლასო ოთახითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი, თანამდეროვე სტანტარტების შენობა - 600 მოსწავლეზე გათვლილი🙏🏿🙏🏿🙏🏿🙏🏿🙏🏿ეს არაჩვეულებრივი ფაქტი ძალიან ახარებს სასკოლო საზოგადოებას და გაახარებს სრულიად ქალაქს. სკოლა მადლობას უხდის ყველას ამ სასიხარულო ფაქტისათვის💖💖💖
გვერდი 13 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







