ამინდის პროგნოზი

ბმულები

ჩვენ პატარა საქართველო გვაქვს, მაგრამ მრავალ საუკუნოვანი ისტორია. ჩვენი ისტორია მწარე, ტკივილიანი, მაგრამ ამაყი და დიდია, რადგან ჩვენ უდიდესი მეფეები გვყოლია. საქართველო ოდითგანვე ძალიან ლამაზი ქვეყანა იყო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა უმშვენიერესი ბუნებით, სწორედ ამის გამო საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა, საუკუნეების განმავლობაში ჩვენს თავს გვესხმოდნენ სპარსელები, თურქები და სხვები. ყველანი ცდილობდნენ თავისი გავლენის ქვეშ მოექცათ, მაგრამ ქართველები ყოველთვის მედგრად იდგნენ თავიანთი მიწის სადარაჯოზე.

საუკუნეების განმავლობაში მტერი ცდილობდა საქართველოს მიწები მიეთვისებინა და ქართველი ხალხი ზოგჯერ მოგებული, ზოგჯერ კი დამარცხებული ბრუნდებოდა, მაგრამ ფარხმალს არ ყრიდა და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა.

მე მჯერა, რომ საქართველო და გაბრწყინდება და დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. ღმერთი დაგვიცავს და გაგვამთლიანებს. უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი, ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ! ამინ!

სალომე დეკანაძე

VI კლასი

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.