ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი - მხატვრულ ტანვარჯიშში
2024 წლის 21-22 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი - მხატვრულ ტანვარჯიშში.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა სომხეთის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, საგარეჯოს, ბათუმის და თბილისის სხვადასხვა კლუბები, ჯამში 300-მდე ტანმოვარჯიშე.
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ეზიაშვილმა წარმატებით იასპარეზა ამ ტურნირში და დაიკავა მრავალჭიდში, გურზებით ვარჯიშსა და რგოლით ვარჯიშში პირველი ადგილები 🥇🥇🥇. ასევე, ამ ტურნირში მარიამმა მოიპოვა ტიტული - “მის მაყურებლის სიმპატია”და გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!❣️👏❣️
ღია პირველობა კრივში ჭაბუკთა შორის
2024 წლის 19-20 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა რაზმიკ პეტროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა კრივში ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნიკა ბერიძემ და დავით ეზიაშვილმა. ეს მოსწავლეები კრივის აკადემიის სპორტსმენებია.
ნიკა ბერიძე მე-8 კლასელია.
დავით ეზიაშვილი მე-7 კლასელია.
აღნიშნულმა მოსწავლეებმა 50 კგ წონით კატეგორიაში დაიკავეს საპრიზო ადგილები:
ნიკა ბერიძე- პირველი ადგილი 50 კგ წონით კატეგორიაში;
დავით ეზიაშვილ- მეორე ადგილი 50 კგ წონით კატეგორიაში.
,,O, Tannenbaum, o, Tannenbaum".🎄💝🎄
ჩვენი სკოლის მე-6-ე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დამდეგ 2025 წელს გერმანული სიმღერით ,,O, Tannenbaum, o, Tannenbaum".🎄💝🎄
Klasse 6.e gratuliert allen neues Jahr mit dem Lied "O,Tannenbaum, o, Tannenbaum".
გერმანული ენის მასწავლებელი - ნანული დიასამიძე.
საქართველოს თასის გათამაშება ფარიკაობაში
🔹ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, საქართველოს თასის გათამაშება დასრულდა. სადაც გამარჯვებული გახდა ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10-ვ კლასის მოსწავლე - ანანო ჯინჭარაძე, ხოლო ბრინჯაოს მედალი ამავე სკოლის მე-10-ე კლასის მოსწავლე - ელენე თურმანიძეს ხვდა წილად!!
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას!✨✨✨
საახალწლო ნამუშევრების გამოფენა
2024 წლის 26 დეკემბერს ბათუმის N8 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა საახალწლო ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ესთეტიკური კათედრის წევრები.
პროექტი ARACNE „ აბრეშუმის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვაა ეროვნულ და ევროპულ დონეზე “
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 2024 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა პროექტი სახელწოდებით - ARACNE. ამ პროექტის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე მუმლაძე. პროექტი ARACNE „ აბრეშუმის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვაა ეროვნულ და ევროპულ დონეზე “. პროექტში მონაწილეობას ღებულობს სკოლის ეკოკლუბი ,, ჩვენი გარემო “ - ოს წევრები.
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის შედეგები ცნობილია.
მოგეხსენებათ, პირველი ტურის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.
ბათუმის N8 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 128 მოსწავლემ და აქედან 24 მოსწავლე გადავიდა მე-2 ტურში.
.....მათ შორის 5 მოსწავლე რეიტინგული სიის პირველ ადგილს იკავებს:
ჩხაიძე მარიამი;
შანთაძე დაჩი;
ბოლქვაძე ლანა;
ინწკირველი ნიკა;
კეჟერაძე ნიკა
გვერდი 8 სულ 83
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







