ამინდის პროგნოზი

ბმულები

გილოცავთ💖💖💖ბათუმის N8 საჯარო სკოლას უახლოეს მომავალში ექნება 24 საკლასო ოთახითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი, თანამდეროვე სტანტარტების შენობა - 600 მოსწავლეზე გათვლილი🙏🏿🙏🏿🙏🏿🙏🏿🙏🏿ეს არაჩვეულებრივი ფაქტი ძალიან ახარებს სასკოლო საზოგადოებას და გაახარებს სრულიად ქალაქს. სკოლა მადლობას უხდის ყველას ამ სასიხარულო ფაქტისათვის💖💖💖

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.