ამინდის პროგნოზი

ბმულები

ამ პროექტის მიზანი იყო მსოფლიო გლობალური პრობლემების მიმოხილვა. N8 სკოლის გუნდმა HGGP ჰაერის დაბინძურების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია, კერძოდ, გუნდმა იმსჯელა და გადაწყვიტა შეექმნა აპარატი, რომელიც გამოიმუშავებდა მწვანე წყალბადს, რომელიც წყლის ელექტროლიზის დროს მიიღება და მისი წვის პროდუქტები შედარებით უსაფრთხოა სხვა ენერგორესურსებთან შედარებით.
ასეთ საინტერესო და გლობალურ საკითხებზე მუშაობაში ჩართული იყო ბათუმის N8 საჯარო სკოლის XI-ე კლასის (დამრ. ირინე მამულაძე) მოსწავლე ნიკოლოზ სალუქვაძე და აღნიშნული პროექტის ფარგლებში საპრიზო III ადგილი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს ნიკოლოზს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.