ბათუმის N8 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის დღე აღინიშნა.
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის დღე აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო აქტივობები განახორციელეს სკოლის ბიბლიოთეკაში. წაიკითხეს, გააცოცხლეს ზღაპრის გმირები.. კითხვის კვირეული გრძელდება და მიმდინარეობს ……🥰🥰🥰
წიგნის კითხვის დღე
ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV-ა კლასის მოსწავლეები სტუმრად ილია ჭავჭავაძის მუზეუმში წიგნის კითხვის დღის აღსაღნიშნავად📖💝📖
ბადუ ბერეკაშვილის წარმატება
აჭარის ა.რ. კრივის ფედერაცია აჯილდოვებს ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე - ბადუ ბერეკაშვილს კრივში 38 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილის მოპოვებისათვის💪💪🥊🥊👍👍
სკოლა ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ბადუს
სკოლა ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ბადუს👏👏❣️❣️
საქართველოს ჩემპიონატი სამბოში
2025 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში ჩატარდა 2008-2009 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი სამბოში, სადაც ჩვენი სკოლის Xგ კლასის მოსწავლე საბა ნოღაიდელმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
სრულიად N8 სკოლა ულოცავს საბას ამ გამარჯვებას💪❣️
ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი - მხატვრულ ტანვარჯიშში
2024 წლის 21-22 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი - მხატვრულ ტანვარჯიშში.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა სომხეთის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, საგარეჯოს, ბათუმის და თბილისის სხვადასხვა კლუბები, ჯამში 300-მდე ტანმოვარჯიშე.
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ეზიაშვილმა წარმატებით იასპარეზა ამ ტურნირში და დაიკავა მრავალჭიდში, გურზებით ვარჯიშსა და რგოლით ვარჯიშში პირველი ადგილები 🥇🥇🥇. ასევე, ამ ტურნირში მარიამმა მოიპოვა ტიტული - “მის მაყურებლის სიმპატია”და გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!❣️👏❣️
ღია პირველობა კრივში ჭაბუკთა შორის
2024 წლის 19-20 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა რაზმიკ პეტროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა კრივში ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნიკა ბერიძემ და დავით ეზიაშვილმა. ეს მოსწავლეები კრივის აკადემიის სპორტსმენებია.
ნიკა ბერიძე მე-8 კლასელია.
დავით ეზიაშვილი მე-7 კლასელია.
აღნიშნულმა მოსწავლეებმა 50 კგ წონით კატეგორიაში დაიკავეს საპრიზო ადგილები:
ნიკა ბერიძე- პირველი ადგილი 50 კგ წონით კატეგორიაში;
დავით ეზიაშვილ- მეორე ადგილი 50 კგ წონით კატეგორიაში.
გვერდი 9 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







