კედლის გაზეთი

პრესკლუბის წევრებმა : ს. დეკანაძემ და ა.ფოთელიძემ ჩვენი ამერიკელი მასწავლებლის სიენა დევისის საპატივცემულოდ გამოუშვეს კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი.
აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ კვირეულში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ანგარიში
25 ოქტომბერს სკოლის VII კლასების მოსწავლეებმა გამართეს თეორიული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. კონფერენციის მსვლელობისას თემების შუალედში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ძალებით მომზადებული სლაიდშოუ – „აკაკი ფოტოხელოვანთა ობიექტივში“. სლაიდშოუ გაფორმებული იყო აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით. წაკითხულ იქნა 16 თემა.
„საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივები“

27 ოქტომბერს ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე XIა კლასელი ანა მუხაშავრია და Xბ კლასელი ნინო აბუსელიძე მონაწილეობდნენ პროექტში – ევროკავშირი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემა – „საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივები“ – ინგლისურ და ქართულ ენებზე.
„სიყვარულის ცუნამი“
საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა წიგნი: ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია.
წიგნში მოთავსებულია ჩვენი სკოლის მოსწავლის გიორგი არზიანის თხზულება: – სისხლისაგან იცლებოდა სქართველო ანუ „სიყვარულის ცუნამი“
„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“
8 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა კონკურსის – „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – სასკოლო ტური.
თხზულებები წაიკითხეს მოსწავლეებმა: ლანა ჭელიძემ (9ა კლასი), თეონა ჭაღალიძემ (9ა კლასი), თამარ თავართქილაძემ (9ა კლასი), ქრისტინე წულიკიძემ (9ა კლასი), გვანცა კუჭუხიძემ (8ა კლასი), გიორგი არზიანმა (12ბ კლასი), სალომე ბეჟანიძემ (10ა კლასი), ალექსანდრე ბახტაძემ (10ე კლასი), ნინო ქათამაძემ (10ე კლასი), ხატია თენიეშვილმა (10დ კლასი), დათო ფარტენაძემ (10დ კლასი), სიდონია დუმბაძემ (11ა კლასი).
ჩატარდა არჩევნები, მასწავლებლების რჩეული გახდა გ. არზიანის თხზულება, ხოლო მოსწავლეების არჩევანი შეჩერდა თ. კუჭუხიძეზე.
გვერდი 83 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







