ამინდის პროგნოზი

ბმულები

 


 

2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე სკოლაში გაიმართა ი. გოგებაშვილის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეები.

მასში მონაწილეობას ღებულობდა III – IV – V კლასის მოსწავლეები და დაწყებითი კლასების პედაგოგები. ამ დღეების განმავლობაში ლექსებითა და სიმღერებით მოეფერენ მშობლიურ დედაენასა და მის შემოქმედს.

მესამე კლასელებმა პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც ასახავდნენ იაკობის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. გაიმართა დისკუსია იაკობის ნაწარმოებების ირგვლივ. ყურადღება გამახვილდა იმ სულიერ ფასეულობებზე, რაც ღირებულია ადამიანის ზნეობრივი ჩამოყალიბებისათვის.

მეოთხე, მეხუთე კლასელებმა დაუსწრებლად იმოგზაურეს სოფ. ვარიანში. მოიპოვეს მასალები და მოაწყვეს სლაიდების ჩვენება. ბოლოს კი  IV – V კლასის მოსწავლეებმა ნახეს ი.გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა? “ კინოჩვენება.

IV კლასის მოსწავლეებმა გამოუშვეს ი. გოგებაშვილის საიუბილეო სასკოლო გაზეთი.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.