25 ოქტომბერს სკოლის VII კლასების მოსწავლეებმა გამართეს თეორიული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. კონფერენციის მსვლელობისას თემების შუალედში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ძალებით მომზადებული სლაიდშოუ – „აკაკი ფოტოხელოვანთა ობიექტივში“. სლაიდშოუ გაფორმებული იყო აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით. წაკითხულ იქნა 16 თემა.
26 ოქტომბერს სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო მხატვრული ფილმის „აკაკის აკვანი“ ჩვენება. ფილმი დიდი ინტერესით ნახეს სკოლის IV–V კლასის მოსწავლეებმა.
27 ოქტომბერს გაიმართა პროექტის – „აკაკის ნაწარმოებთა ეკრანიზაცია“ პრეზენტაცია.
პროექტი ჩვენი სკოლის V – VI კლასებისათვის საგანგებოდ მოამზადეს XIე კლასის მოსწავლეებმა: ო. მღებრიშვილმა, რ. თოფურიამ, ჯ. ლომაძემ, გ. ბოლქვაძემ, გ. შენგელიამ., იმავე დღეს პროექტის დამთავრებისთანავე მოეწყო დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე: „ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო“.
28 ოქტომბერს გაიმართა დეკლამატორთა კონკურსი – „ვკითხულობთ აკაკის“. კონკურსის მსვლელობაში მოსწავლეები ისმენდნენ აკაკის ნაწარმოებებს სახალხო არტისტების გ. საღარაძის, გ.ხარაბაძის, მ.ჯინორიას შესრულებით. კონკურსანტებმა წაიკითხეს აკაკის ცნობილი ნაწარმოებები და თარგმანები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები IVა კლასის მოსწავლე გ. მუფთიშვილი, VIIბ კლასის მოსწავლეები: ს. დეკანაძე და ა. ფოთელიძე.
იმავე დღეს სკოლის წიგნის მოყვარულთა კლუბმა განიხილა აკაკის „გამზრდელი“. სხდომას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. სხვისი დანაშაულის გამზრდეკლის მიერ თავზე არების თემამ სხვისი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა შორის. მოსწავლეებმა საინტერსო პარალელები გაავლეს დღევანდელ კოლას, მასწავლებელსა და აკაკის დროინდელ სკოლებს შორის.
29 ოქტომბერს გაიმართა ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია „აკაკის საუფლოში“. პატარებმა წარმოადგინეს აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ეპიზოდები, ღონისძიება მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახადა მუსიკალურმა ნომრებმა, ინსცენირებებმა და სლაიდშოუმ.
კვირეულის ყოველ დღეს მიდიოდა რადიოგადაცემები. სკოლის პრესკლუბი აშუქებდა სკოლაში კვირეულის მიმდინარეობას, ყოველი დღე იწყებოდა აკაკის მიერ წაკითხული „განთიადის“ მოსმენით, რადიოგადაცემები ეძღვნებოდა აკაკის შემოქმედებას, ცხოვრებას, მოღვაწეობას.
კვირეულის დღეებში აქტიურად მონაწილე ბავშვები იყვნენ ექსკურსიაზე აკაკის მშობლიურ რაიონში, სხვიტორსა და სავანეში, მოსწავლეებმა მოინახულეს აკაკის სახლმუზეუმები.







