საჩუქარი პირველკლასელებს

15 სექტემბერს დაიწყო ახალი სასწავლო წელი. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს დღე პირველკლასელებისათვის, ჩვენი სკოლის 128 მოსწავლემ პრეზიდენტისგან ნეთბუქები მიიღო საჩუქრად.
მანდატურების წარდგენა

17 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ სკოლას წარუდგინა მანდატურები და გაეცნო სკოლას.
ინგლისელი სტუმარი
6 სექტემბერს სკოლაში მოვიდა ინგლისურის მასწავლებელი _ სიენნა დევისი. იგი 24 წლისაა, კოლორადოს შტატიდან. მუშაობს სკოლის სამ მასწავლებელთან. მოხარულია, რომ წილად ერგო ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლა. მზადაა შეასრულოს დავალება, რომელიც ამ ქვეყანამ მისცა.
დაჯილდოება
17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ ჩვენი სკოლის 4 მეათეკლასელს:
- ხატია თენიეშვილი;
- ნინო აბუსელიძე;
- ეკა ჯოგლიძე;
- შორენა სოლომონიძე;
წიგნები სოციალურად დაუცველ მოaსწავლეებს
სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ჩვენი სკოლის სოციალურად დაუცველმა 29 მოსწავლემ მიიღო წიგნების სრული კომპლექტი.
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ცნება და მიზანი
1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში “ეთიკის კოდექსი”) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
2. ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.
3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.
გვერდი 84 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.








