ამინდის პროგნოზი

ბმულები

8 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა კონკურსის – „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – სასკოლო ტური.

თხზულებები წაიკითხეს მოსწავლეებმა: ლანა ჭელიძემ (9ა კლასი), თეონა ჭაღალიძემ (9ა კლასი), თამარ თავართქილაძემ (9ა კლასი), ქრისტინე წულიკიძემ (9ა კლასი), გვანცა კუჭუხიძემ (8ა კლასი), გიორგი არზიანმა (12ბ კლასი), სალომე ბეჟანიძემ (10ა კლასი), ალექსანდრე ბახტაძემ (10ე კლასი), ნინო ქათამაძემ (10ე კლასი), ხატია თენიეშვილმა (10დ კლასი), დათო ფარტენაძემ (10დ კლასი), სიდონია დუმბაძემ (11ა კლასი).

ჩატარდა არჩევნები, მასწავლებლების რჩეული გახდა  გ. არზიანის თხზულება, ხოლო მოსწავლეების არჩევანი შეჩერდა  თ. კუჭუხიძეზე.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.