ამინდის პროგნოზი

ბმულები

13 ივნისს სკოლის სააქტო დარბაზში IV-ე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე:,, ხალხური სიტყვის ზეიმი“.

ზეიმს ესწრებოდნენ ამავე სკოლის კურსდამთავრებულები ახალგაზრდა პოეტი გიორგი გაბაიძე და მღვდელი ანდრია ლაითაძე. ასევე სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესწავლილი ხალხური ლექსები:,,იავნანა“, ,,ლილე“, ,,გუთანი“, ისტორიული, საგმირო და საბავშვო ლექსები.

გაიხსენეს ხალხურ მეტყველებაში აჟღერებული საინტერესო ტრადიციები, რომლებიც ჩვენს სიმღერებსა და ცეკვებშია წარმოდგენილი. შესრულდა აჭარული, მთიულური და ქართული ცეკვები. ღონისძიება გაალამაზეს ხალხური სიმღერებითა და სლაიდებით.

სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები. გიორგი გაბაიძემ მოსწავლეებს წაუკითხა ლექსი. მამა ანდრიამ კი დალოცა და უსურვა შემდგომი წარმატებები.

ასევე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი გივი ხალვაში და დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილი, რომლებმაც მოიწონეს ჩატარებული ღონისძიება, მადლობა გადაუხადეს პატარებს, კლასის დამრიგებელს ნანა ზენაიშვილს კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიებისათვის.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.