ამინდის პროგნოზი

ბმულები

 

2011 წლის 15 სექტემბერს საზეიმო მიტინგით დაიწყო ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში. თეთრ პერანგებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, ცოდნის მიღების წყურვილით ანთებული თვალებით გროვდებოდნენ სკოლის ეზოში. ჟრიამულით აივსო სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები.

საზეიმო მიტინგი გახსნა სკოლის ადმინისტრატორმა ნ. მოისრაფიშვილმა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჰანგებით აღიმართა საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დროშები. დროშების აღმართვის უფლება მიეცათ XI კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს ს. ჩინბასა და ნ. ქათამაძეს.

სკოლის მიღწევებზე 2010-2011 სასწავლო წელს ისაუბრა სკოლის დირექტორმა გ. ხალვაშმა. სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებს სკოლის კურსადმთავრებულებმა, ოქროსმედალოსანმა დ. ტვილდიანმა და მოსწავლეთა თვითმართველობის წარმომადგენელმა ა. ბახტაძემ. საპატიო სიგელი გადაეცათ წარჩინებულ მოსწავლეებს. შემდეგ კი დაირეკა ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი პირველი ზარი.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.