დასრულდა პირველი კლასი, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობის ერთი ლამაზი წელი. თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ცოდნის უკიდეგანო სამყაროში.
გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას განათლებული და ღირსეული მომავალი სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა ბეჯითად განაგრძოთ სწავლა.
არ შეუშინდეთ სიძნელეებს და არ შეჩერდეთ!
გისურვებთ წარმატებებს...
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I ,,გ" კლასის დამრიგებელი - ინეზა თვალოძე.
ჩემო პატარებო!
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







