ამინდის პროგნოზი

ბმულები

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 ,,ზ" კლასის დამრიგებელმა, ნინო ახალაიამ, თავის  აღსაზრდელებთან   ერთად, დისტანციურად აღნიშნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი.
თითოეულმა მოსწავლემ გამოხატა გულწრფელი  სიყვარული და პატივისცემა სამშობლოს მიმართ.
"თქვენ ხართ მომავალი ქვეყნისა, თქვენ ხართ ხვალინდელი დღე" გეცხოვროთ ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.