ამინდის პროგნოზი

ბმულები

19 დეკემბერს  სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ე კლასის მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს

მონო-სპექტაკლი ,,კოკროჭინა".  გაარკვიეს ზღაპრის დედააზრი.

დაახასიათეს გმირები.

დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული მოწვეული სტუმარი,

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქო-სოციალური ცენტრის  სოციალური მუშაკი, ლიანა გრიგოლია.

დისკუსია წარიმართა როგორც ბავშვის უფლებებზე, ასევე მათ მოვალეობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე,თუ რა მაგიური ძალა აქვს თავაზიანობის გამომხატველ სიტყვებს:

,,მადლობა", ,,ბოდიში", ,,თუ შეიძლება",  ,,მაპატიე"..... ეს სიტყვები ხომ ადამიანის მეტყველებას სასიამოვნოს, უფრო თბილსა და კეთილგანწყობილს ხდის.

სტუმარმა პასუხი  გასცა  მოსწავლეთა  შეკითხვებს . მისი რჩევები
მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. კლასის ხელმძღვანელი ირმა დევაძე.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.