მეგი ბოლქვაძე, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა. კლასის დამრიგებელი თინათინ ბოლქვაძე. მეგი პატარაობიდან გატაცებულია ხატვით. ფანქარი და სახატავი ფურცელი მისი განუყრელი მეგობრებია.უყვარს ბუნენაში სეირნობა და სამყაროს მრავალფეროვნებაზე თვალყურის დევნება. შემდეგ კი განმარტოვდება და აკეთებს საოცარ ჩანახატებს. ფერების საოცარი შეხამებაც სწორედ ბუნების სიყვარულის გამოხატულებაა. გულმოდგინედ ჰყვება თითოეული ნახატის შინაგანი სამყაროს შესახებ.
თვითნასწავლი პატარა მხატვრისთვის მისი ყველა ნახატი განსაკუთრებული და საყვარელია, ამიტომაც დიდი რუდუნებით ესათუთება მათ.







