ამინდის პროგნოზი

ბმულები

 ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს, დაათვალიერეს მხატვრული ლიტერატურა. სკოლის ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა მარიამ ჭანტურიამ, დიდი სიყვარულით უმასპინძლა პატარებს. მან ბევრი საინტერესო რამ უამბო.  პატარებიც დიდი ინტერესით უსმენდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ. მათთვის, ქალბატონი მარიამის მონათხრობი ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სურვილი გაუჩნდათ ყველა დღე ესტუმრონ ბიბლიოთეკას.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.