ამინდის პროგნოზი

ბმულები

წიგნის საერთაშორისო დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას მერვე საჯარო სკოლის  მოსწავლეები ეწვივნენ, პედაგოგი ნათია ცინცაძე.
მესამე კლასის მოსწავლეებმა ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის ჯანი როდარის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.  მწერლის ცნობილი ზღაპრიდან "ჯელსონმინო ცრუთა ქვეყანაში" რამდენიმე ეპიზოდი  დიორამებისა და ხმოვანი ანიმაციის სახით წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის, ბიბლიოთეკარებისთისაც საინტერესო აღმოჩნდა.
დღევანდელი ღონისძიების  ყველაზე საინტერესო ნაწილი ზღაპრის გმირებთან ინტერვიუ აღმოჩნდა - მოსწავლეებმა რესპონდენტისა და ჟურნალისტების როლები გადაინაწილეს და დეტალურად იმსჯელეს პერსონაჟების უცნაურ ხასიათებსა და ქმედებებზე.


პედაგოგ ნათია ცინცაძის განმარტებით,  დღევანდელი შეხვედრის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია, ტექსტის გაგება- გააზრება, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მოსწავლეების ბიბლიოთეკასთან დაახლოებაა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სიმბოლურად, წიგნის საერთაშორისო დღეს,  ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს და ბიბლიოთეკის ფონდები დაათავლიერეს, ასევე დარეგისტრირდნენ მკითხველებად.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.