ამინდის პროგნოზი

ბმულები

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უცხოური ენების, ქართული ენისა და ხელოვნების კათედრების ერთობლივი ძალისხმევით ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ლინგვისტური მრავალფეროვნების პატივისცემა, კულტურათაშორისი ურთიერთობების მხარდაჭერა, სხვადასხვა ევროპული ენის შესწავლის წახალისება და ქართული ენის როლის წარმოჩენა ევროპულ კულტურაში

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.