#სიკეთეგადამდებია #ნულოვანიშიმშილი #აქციესიკეთეტრადიციად სსიპ - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის Xბ კლასის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია #სიკეთეგადამდებია დაიწყო. ისინი წელს გამოვიდნენ ინიციატივით, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეხარებინათ გული. ,,დღეს ჩვენ ვიყავით. ვინ იქნება მომდევნო კვირის აქტივისტი კლასი? “ ნათქვამია დამრიგებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. X ბ კლასი იწვევს სამ კლასს: პარალელს-Xა კლასს (დამრ.მაია ჩაგანავა), VIIIზ კლასსა (დამრ.მანო ჯაიანი) და სკოლა-ლიცეუმი ,,ნერგები"-ს პედაგოგის ქეთი მახარაძე-ის სადამრიგებლო კლასებს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.
,,ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახები #რამეთუ #სიკეთეგადამდებია გელოდებით… " დამრიგებელი ია ბლაგიძე







