ამინდის პროგნოზი

ბმულები

ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის - მე-6გ კლასი. თემა: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე - აფხაზეთი. მიზანი: მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება ეთნო-კონფლიქტის მიზეზების გამორკვევა და შედეგებზე მსჯელობა. გაკვეთილის თითოეული აქტივობა კავშირში იყო მიზანთან, მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა ცოდნა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის აფხაზეთის შესახებ კერძოდ, ისაუბრეს, გეოგრაფიულ გარემოსა და ბუნებრივ პირობებზე, აფხაზთა ხალხის ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებების შესახებ, მხარის კულტურულ მნიშვნელობაზე, ეთნო-კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე.

მოსწავლეებმა მოამზადეს იმედიანი, შინაარსობრივი, სენსიტიური წერილები, ჩვენი მიწის დაბრუნებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, მოიყვანეს ისტორიული არგუმენტები, რომელიც ცხადყოფს, რომ აფხაზეთი და აფხაზები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, საქართველო ტოლერანტული სახელმწიფოა, სადაც, საუკუნეების განმავლობაში, მრავალი ეროვნების ხალხი ღირსეულად, ქართველების გვერდით, ცხოვრობს. მოსწავლეები წარმოსახვით დაუმეგობრდნენ აფხაზ თანატოლებს და მათ წერილები დაუწერეს. ,,წერილი აფხაზ თანატოლს", ,, გავუწოდოთ აფხაზებს მეგობრობის ხელი! " აფხაზეთი საქართველოა. ისტორიის პედაგოგი დიანა კაპანაძე.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.