ამინდის პროგნოზი

ბმულები

,,დავიწყეთ, მოგებული საგრანტო პროექტის განხორციელება,სახელწოდებით: "არა,სიძულვილის ენას და მეტი მედიაწიგნიერი!"პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობა.ამჯერად კი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქ შოპი სიძულვილის ენაზე,მის პრევენციასა და აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრის მე-2ნაწილში განვიხილეთ მედიაწიგნიერება,მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ვუყურეთ ვიდეო რგოლებს,განვიხილეთ რამდენიმე სავარჯიშო,გავეცანით ციფრული მოქალაქის კომპენტენციებს ,ასევე გავმართეთ დისკუსია"-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.